"უკრაინა-რუსეთმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს" - კვირის პალიტრა

"უკრაინა-რუსეთმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს"

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ერეშჩუკის ინფორმაციით, რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ტყვეები მეოთხედ გაცვალეს.

„გათავისუფლდა ხუთი ოფიცერი და 17 ჯარისკაცი, ასევე რვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალი. სულ ოცდაათი ჩვენი მოქალაქე მიდის სახლში დღეს“, - განაცხადა ვერეშჩუკმა საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე.

დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენი რუსი პატიმარი გაათავისუფლეს გაცვლის დროს სანაცვლოდ ჯერჯერობით უცნობია. ამასთან რუსულ მხარეს ტყვეების გაცვლის ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია.