"კიევი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება - გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია" - კვირის პალიტრა

"კიევი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება - გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია"

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ძმამ, ვლადიმერ კლიჩკომ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება.

ყოფილი მოკრივე აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია და საჰაერო შეტევის სირენები ნაკლებად ისმის.

ამასთან, ის განმარტავს, რომ მოსახლეობის დაბრუნების ტემპი უნდა შენელდეს, რადგან „თუ ყველა ერთდროულად დაბრუნდება, ეს გარკვეულ გართულებებს გამოიწვევს".

კლიჩკოს თქმით, კიევში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საკვებისა და წყლის მიწოდების პრობლემების გამო ვითარება რთულია. მისივე განცხადებით, რუსეთის ჯარის შეჭრის თავიდან ასაცილებლად გზები კვლავ გადაკეტილია.

ვლადიმერ კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ კიევში რაკეტების ჩამოვარდნის საფრთხე კვლავ არსებობს.

IPN