"გიყვებოდით ბუჩაში გამომწყვდეულ გოგონებზე... ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის, ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს აგრესორისგან" - კვირის პალიტრა

"გიყვებოდით ბუჩაში გამომწყვდეულ გოგონებზე... ცხრა მათგანი ფეხმძიმედ არის, ძნელია ქალისთვის იმაზე ფიქრი, რომ ბავშვს გააჩენს აგრესორისგან"

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში რწმუ­ნე­ბუ­ლის ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ რუ­სე­თის მიერ და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი მა­სობ­რივ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. ამის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლე­ბი, ვის­ზეც მტრის ჯა­რის­კა­ცებ­მა, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან და ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ და იღე­ბენ თავ­შე­სა­ფარს, რო­გორც დევ­ნი­ლე­ბი.

"გიყ­ვე­ბო­დით 14-დან 24 წლამ­დე 25 გო­გო­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც ბუ­ჩა­ში სარ­და­ფებ­ში ჰყავ­დათ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ცხრა მათ­გა­ნი ფეხ­მძი­მედ არის. ძა­ლი­ან ძნე­ლია ქა­ლის­თვის იმა­ზე ფიქ­რი, რომ ბავ­შვს გა­ა­ჩენს იმ აგ­რე­სო­რის­გან, ვინც მას ასე მო­ექ­ცა“, - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმე­ნის თქმით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ ქალ­თა უმე­ტე­სო­ბას ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ სურს, ამი­ტომ მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვე­ბის ნა­წი­ლია ცნო­ბი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ­თა ზუს­ტი ციფ­რი ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი მა­სობ­რი­ვად ხდე­ბო­და.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ ნა­წი­ლობ­რივ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­გან, ნა­წი­ლობ­რივ კი ფსი­ქო­ლო­გე­ბის­გან, ვი­საც ამ ქა­ლებ­მა მი­მარ­თეს.

„გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გებ­თან ცენ­ტრში 53-მა ქალ­მა და­რე­კა დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად“ , - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­სო­ვამ.

წყარო