"მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შეუძლიათ მოგვკლან, მაგრამ მოკვდებიან - მე ვერ გამიგია, რისთვის მოვიდნენ" - კვირის პალიტრა

"მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ, მათ შეუძლიათ მოგვკლან, მაგრამ მოკვდებიან - მე ვერ გამიგია, რისთვის მოვიდნენ"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სიმხეცემ, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ჩიდინეს მარიუპოლსა და კიევის შემოგარენბში - ბუჩასა და ბოროდიანკაში, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა კიდევ უფრო შეამცირა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ბუჩაში ასობით გარდაცვლილია აღმოჩენილი მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალებმა ის დაიბრუნეს ერთი კვირაზე მეტი ხნის წინ, მათ შორის ნაპოვნია მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებსაც თავში ჰქონდათ ნასროლი, ზურგსუკან ხელშეკრულები იყვნენ“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და განაცხადა, საქმე რუსეთშია და მათ მეტი შანსი აღარ ექნებათ.

„საქმე ჩემში არ არის - საქმე რუსეთშია. მათ ჩვენთან საუბრის შანსი მეტი აღარ ექნებათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ემოციების მთელი სპექტრი განიცადა, როდესაც ბუჩა მოინახულა გასულ კვირას და დღე დაასრულა რუსი ჯარისკაცებისადმი ზიზღით.

მან პრეზიდენტი პუტინი და მთლიანად რუსეთის არმია სამხედრო დანაშაულში დაადანაშაულა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ომის დაწყებამდე პერიოდზე და თქვა, რომ

მთავრობა იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე მუშაობდა, ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა პანიკის აღკვეთას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ბანკებზე თავდასხმა და უკრაინის ეკონომიკის დესტაბილიზაცია.

„ეს იყო ის, რაც რუსეთს სურდა - და არა მხოლოდ რუსეთს, მაგრამ ეს ჩვენ არ დავუშვით. ჩვენ არ ველოდით სრულმასშტაბიან შემოჭრას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ზელენსკის თქმით, დღეს აღმოსავლეთი წარმოადგენს რთულ ვითარებას, თუმცა მაგრამ სწორედ აქ არიან თავმოყრილი უკრაინის ყველაზე ძლიერი ქვედანაყოფები.

„მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ; მათ შეუძლიათ მოგვკლან, მაგრამ ისინიც მოკვდებიან. მე ვერ გამიგია რისთვის - ვერ გამიგია, რისთვის მოვიდნენ“ , - განაცხადა ზელენსკიმ.

IPN