ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მაღალჩინოსნების უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საუბრისას, ბაიდენმა განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიღების პროცესშია.

ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მზად აშშ-ის პრეზიდენტი თავად ესტუმროს უკრაინას, ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა.

ამერიკულ მედიაში აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ - საუბარი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ჩასვლის საკითხზე.

IPN