უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.

მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. დაღუპული ქართველები აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნის ფონზე გამოასვენეს.

დავით მენაბდიშვილი, მშობლიურ ქალაქში რუსთავში გადაასვენეს. მას ახლობლები და თანამოქალაქეები დროშებით და ყვავილებით რუსთავის შესასვლელშიც დახვდნენ. მოქალაქეების ნაწილმა მის ხსოვნას პატივი მუხლმოდრეკილმა, დუმილით მიაგო.

დავით მენაბდიშვილი რუსთავის სიონის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რუსთაველ სამხედროს, არსებული ინფორმაციით, ხვალ დაკრძალავენ.

ქართველი მებრძოლები 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.

IPN