"უკრაინასაც და რუსეთსაც ძალიან მძიმე ამბები ელით. 30 აპრილს დიდი მნიშვნელობა აქვს - გადაწყდება, წავლენ კომპრომისებზე, თუ..." - კვირის პალიტრა

"უკრაინასაც და რუსეთსაც ძალიან მძიმე ამბები ელით. 30 აპრილს დიდი მნიშვნელობა აქვს - გადაწყდება, წავლენ კომპრომისებზე, თუ..."

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თვლის, რომ 30 აპრილს, მზის დაბნელების შემდეგ გადაწყდება უკრაინის ბედი, გაგრძელდება ომი, თუ მოხერხდება მოლაპარაკება მხარეებს შორის. ის ამბობს, რომ ასტროლოგიურად ახლა რთული პერიოდია როგორც უკრაინისთვის, ასევე, რუსეთისთვის.

მიშა ცაგარელი:

- ასტროლოგიურადაც რთული სიტუაციაა. უკრაინას მართავს კუროს ზოდიაქო, რუსეთს - მერწყული. კუროსა და მერწყულს შორის საკმაოდ მძიმე ურთიერთობები და ასპექტები იყო, განსაკუთრებით, რაც ეს წელიწადი დაიწყო. პლანეტებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ურანი ერთ-ერთი ბოროტი პლანეტა, კუროში აღმოჩნდა, მარსი და სატურნი, კიდევ ორი აგრესიული, ომის პლანეტა კი - მერწყულში. რაც ნიშნავს დაძაბულობას, საომარ აგრესიას. ეს არის წმინდა ასტროლოგიური კუთხით.

ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს 30 აპრილს, ამ დღეს ხდება მზის დაბნელება კუროს ზოდიაქოში, რომელიც, როგორც გითხარით, მართავს უკრაინას. კუროს ზოდიაქოში იმყოფება ახლა პლანეტა ურანი, რომელიც არის მმართველი მერწყულისა, ანუ რუსეთისა, შესაბამისად, უკრაინასაც და რუსეთსაც ძალიან მძიმე ამბები ელით. 30 აპრილის შემდეგ გადაწყდება, წავლენ კომპრომისებზე, მოლაპარაკების რეალური გზით გაგრძელდება პროცესები, თუ საბრძოლო შეტაკებებით. 30 აპრილის შემდეგ ეს თუ არ გადავიდა მოლაპარაკებების ჭრილში, მაშინ გადავა ძალიან სერიოზულ სამხედრო, დიდი ხნით გაჭიანურებულ ომში და არ არის გამორიცხული, ეს წლის ბოლომდეც გაგრძელდეს.

ომის გამო, ახლა კორონისთვის არავის სცალია, მაგრამ როგორც კი ომი მინელდება, ისევ დაიწყება შიდა ბრძოლები ანტივაქსერებსა და ვაქსერებს შორის. ბრძოლები უკრაინაში დიდი ხნის ამბავია და ყველაზე მეტად გაიჭყლიტება ევროპა.

- ასეთი რთული პროცესები როდემდე გაგრძელდება?

- აგრესია რომ არ იყოს, არ შეიძლება, რადგან მინიმუმ 2025 წლამდე დედამიწა არის ე.წ გადატვირთვის ველში, ანუ ადამიანის ცნობიერებას ამზადებენ ნელ-ნელა მეხუთე განზომილებაში გადასვლისთვის. ეს არის ე.წ აპოკალიფსის დონე. ჩვენ ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებთ. ის, რაც თქვენ გინდათ, სიმშვიდე და სიწყნარე, რაზეც ოცნებობთ, ბოდიში, ეს აღარ იქნება. იქნება სხვა ცხოვრება, ცხოვრების სხვა სტილი, სხვა ურთიერთობები. უბრალოდ, შეიძლება 2025 წლის მერე აღარ იყოს ომები და ეპიდემიები ამ ფორმით და ამ სახით. 2025 წლის შემდეგ ადამიანის ცნობიერება გახდება უფრო კეთილშობილური, უფრო მოსიყვარულე. ახლა კი არის დიდი ბრძოლები... გამძვინვარების პერიოდია, რომელიც იწვევს ამ პროცესებს, რის წინაშეც ჩვენ დავდექით. ყოველდღე, იგივე ტელევიზიით, ამ უბედურებას რომ ვისმენთ ესეც ცუდად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. ახლა ეს ტენდენციებია სამყაროში.

რაც შეხება ჩვენს ქვეყანას, ეს მთავრობა რომ არ ყოფილიყო, დიდი ხანია ამ ომში ვიქნებოდით ჩართულები. ახლა გასაგებია სააკაშვილი რისთვის იყო ჩამოსული, ის აქ ჩამოვიდა მეორე ფრონტის გასახსნელად.

- ეს სანქციები რუსეთს ვერ დაასუსტებს?

- არა, ეს არასერიოზულია, რუსეთისთვის არაფერი არ არის სანქცია, რუსეთი მიჩვეულია საუკუნეების განმავლობაში თევზზე და არაყზე ცხოვრებას და თუ კომფორტი არ ექნება, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგებს. სინათლე არ ჰქონდა და არაფერი, მაგრამ მაინც "ნორმალურად" ცხოვრობდა, არც აპროტესტებდა. რუსეთთან ისევ ჩვეულებრივ ვაჭრობს უამრავი ქვეყანა, ერთი მესამედი თუ არ ივაჭრებს, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს.

- რა უნდა რუსეთს, რატომ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში?

- რუსეთს, პირველ რიგში, უნდა აზოვის ზღვა წაართვას უკრაინას, მერე დაიწყებენ ალბათ ოდესისთვის ბრძოლას. თუ დიდ პრობლემებს არ შეუქმნიან რუსეთს, ის უკან არ დაიხევს.

(სპეციალურად საიტისთვის)