"განბანის ცერემონია მიტევებას გულისხმობს, დედოფალი კი არ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც გაბრაზება შეუძლია" - კვირის პალიტრა

"განბანის ცერემონია მიტევებას გულისხმობს, დედოფალი კი არ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც გაბრაზება შეუძლია"

გამოცემა The Sun-ის ცნობით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებიან. როგორც ცნობილია, პრინცი მეუღლესთან ერთად დიდი ბრიტანეთის დედოფალს - ელისაბედ II-ს შეხვდა.

გამოცემის ცნობით, წყვილმა 2020 წლის შემდეგ პირველად მოინახულა პრინცი ჩარლზიც, რომელიც ბოლოს უინძორების სასახლეში ნახეს.

როგორც ცნობილია, პრინცი ჩარლზი ბაბუის, ფილიპის დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა, თუმცა ელისაბედ II-ს დაჰპირდა, რომ მას მალე მოინახულებდა. ჯერ არ არის ცნობილი, წყვილმა დიდ ბრიტანეთში შვილები, არჩი და 11 თვის ლილიბეტი თუ წაიყვანა, პატარა გოგონა დიდი ბრიტანეთის დედოფალს ჯერ არ შეხვედრია.

2020 წლის მარტის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში პრინცი მეუღლესთან ერთად პირველად ჩავიდა. წყვილი უინძორების სასახლის ვიზიტორებმა შემთხვევით დაინახეს. ისინი სადღესასწაულო ცერემონიაზე მისულ სტუმრებს მიესალმნენ.

„ვერ ვიჯერებდი, რომ ისინი დავინახე, ჩვენ მათ ხელი დავუქნიეთ და ისინიც მოგვესალმნენ“, - ამბობს უინძორების სასახლის ერთ-ერთი ვიზიტორი.

megan2-1650021697.jpg

„ისინი კარგ განწყობაზე იყვნენ, ავტობუსში მსხდომ სტუმრებს მიესალმნენ, ამ დროს სასახლეში დედოფალი ელისაბედი და პრინცი ჩარლზი იმყოფებოდნენ, ვფიქრობ, ისინი მათ შეხვდნენ“.

„ეს ნამდვილი სანახაობა იყო. ვფიქრობდით, რომ პრინც ჩარლზს და დედოფალს მოვკრავდით თვალს, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ პრინც ჰარისა და მეგანს შევხვდებოდით“.

გამოცემა Majesty Magazine-ის მთავარი რედაქტორის თქმით, ეს საუკეთესო შანსია, რომ წყვილსა და სამეფო ოჯახს შორის ურთიერთობა დალაგდეს:

„ეს საუკეთესო შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მათ შორის ურთიერთობა დალაგდეს. რაც მოხდა, ალბათ, ბევრ დროს მოითხოვდა, რათა მეგანი და ჰარი უინძორების სასახლეში ისევ მისულიყვნენ“.

„განბანის - ფეხთბანის ცერემონია, რომელიც დიდ ხუთშაბათს ტარდებოდა, დედოფლისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ის მიტევებას გულისხმობს, დედოფალი კი არ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც გაბრაზება შეუძლია და ვფიქრობ, რომ მათ ხელგაშლილი შეხვდებოდა".

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია სამეფო წყვილის ოპრა უინფრისთან მიცემულმა ინტერვიუმ. მათ სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წევრი რასიზმში დაადანაშაულეს.

რამდენიმე თვის წინ, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალების ცერემონიალზე, პრინცი ჩარლზი ამერიკიდან დიდ ბრიტანეთში მარტო ჩავიდა, ფეხმძიმე მეგან მარკლი კი აშშ-ში დარჩა. ის ძმასთან და მამასთან - პრინც ჩარლზთან მოსაუბრეც დაინახეს, თუმცა აშშ-ში დაბრუნების შემდეგ პრინცმა ჰარიმ პოდკასტში განაცხადა, რომ ოჯახი ამერიკაში წაიყვანა, რადგან „ტკივილის ეს ციკლი“ დაერღვია.

როგორც ცნობილია, პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლთან ქორწინების შემდეგ, 2020 წელს, გადაწყვიტა დაეტოვებინა დიდი ბრიტანეთი და სამეფო ტიტულზეც უარი განაცხადა. ისინი აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. პრინც ჰარისა და ყოფილ მსახიობს ორი შვილი ჰყავთ, არჩი და ლილიბეტი. (წყარო)