"ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც, ყოველ შემთხვევაში, არის მსგავსი საშიშროება" - არესტოვიჩი პუტინზე - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც, ყოველ შემთხვევაში, არის მსგავსი საშიშროება" - არესტოვიჩი პუტინზე

ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს მაინც. ყოველ შემთხვევაში არის მსგავსი საშიშროება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან ომში დამარცხების რეალური შესაძლებლობის შეფასების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება მიმართოს ბირთვული იარაღის გამოყენებას, როგორც უკანასკნელ არგუმენტს.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო არ აპატიებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

„ააფეთქეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, შემდეგ რა ხდება? აუფეთქებენ საპასუხოდ, ან აამოქმედებენ ისეთ ძალას, რომლებსაც ვერ გაუმკლავდება ვლადიმერ პუტინი. მარტივი მაგალითი - დასავლეთი, დაინახავს რა დაკვამლიანებულ ნანგრევებს დაარტყამს ჯარს ან რომელიმე ქალაქს. მთელი მსოფლიო გამონაკლისის გარეშე გაიგებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელიც არაფრის წინაშე არ შეჩერდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ის მიიჩნევს, რომ მსგავსი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ჩინეთი კოორდინირებას მოახდენს დასავლეთის ქვეყნებთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, რათა გასცეს პასუხი. არესტოვიჩი ასევე უშვებს პუტინის ფიზიკური ლიკვიდირების შესაძლებლობას.

„პუტინის დაცვის ოფიცრები გახდებიან მილიარდერები და სიტუაცია ძალიან მოკლე პერიოდში გადაწყდება“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ინტერპრესნიუსი