ქალაქ კრამატორსკზე თავდასხმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

ქალაქ კრამატორსკზე თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კრამატორსკში რუსული სამხედროების თავდასხმა განხორციელდა. კრამატორსკში რაკეტა აფეთქდა, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის კონკრეტულად რა ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა ან მოჰყვა თუ არა აფეთქებას მსხვერპლი.

უკანასკნელი საათების განმავლობაში აფეთქება მოხდა დედაქალაქ კიევშიც. რუსეთის მხარე ირწმუნება, რომ მათ კიევის შემოგარენში საბრძოლო მასალის ქარხანა ააფეთქეს.

ასევე ცნობილია, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.