"მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან შესაძლოა პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს" - კვირის პალიტრა

"მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან შესაძლოა პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მსოფლიოს ყველა ქვეყანა" მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ზელენსკიმ კიევში პრეზიდენტის ოფისიდან ინტერვიუში CNN-ს განუცხადა, რომ პუტინს შეუძლია მიმართოს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.

"არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლეც. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე, არაფერია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეგვეშინდეს, არ შეგვეშინდეს, მაგრამ ვიყოთ მზად. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მთელი მსოფლიოსი", - განაცხადა ზელენსკიმ

"ინტერპრესნიუსი"