"ასეთი ბინძური და სასტიკი ომი ჯერ არ მინახავს... ჩვენს ჯარისკაცებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება ამ ომისთვის და უნდა იცოდნენ სად მოდიან" - ვანო ნადირაძე - კვირის პალიტრა

"ასეთი ბინძური და სასტიკი ომი ჯერ არ მინახავს... ჩვენს ჯარისკაცებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება ამ ომისთვის და უნდა იცოდნენ სად მოდიან" - ვანო ნადირაძე

"ასე­თი ბინ­ძუ­რი და სას­ტი­კი ომი ჯერ არ მი­ნა­ხავს , - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა, ვანო ნა­დი­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ფერს იყე­ნებს - რო­გორც ავი­ა­ცი­ას, ასე­ვე ფრთო­სან რა­კე­ტებს.

ნა­დი­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­დის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლა იქ მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებ­თან, რად­გან ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს ის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ, რაც უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

"უკვე 52 წლის კაცი ვარ, ასე­თი ბინ­ძუ­რი და სას­ტი­კი ომი ჯერ არ მი­ნა­ხავს. ეს არც ერა­ყის ომია, არც ავ­ღა­ნე­თის და სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ ყო­ფი­ლა ასე­თი სა­ში­ნე­ლი ომი. რუ­სეთ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ყე­ნა, - და­წყე­ბუ­ლი ავი­ა­ცი­ი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტით. გუ­ში­ნაც და­ი­ბომ­ბა უკ­რა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი ამ ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით.

ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჩა­მოხ­ვალთ, აი­ღეთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მა­ინც, ვინც დიდ­ხანს ვართ აქ, რომ რა­ღაც რჩე­ვა მოგ­ცეთ სად, რო­გორ და რა­ნა­ი­რად მო­იქ­ცეთ. ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს აქვთ, არ არის საკ­მა­რი­სი ამ ომის­თვის და წარ­მოდ­გე­ნა უნდა ჰქონ­დეთ სად მო­დი­ან, რა პო­ზი­ცი­ა­ზე უნდა გა­ვიდ­ნენ, რო­გორ უნდა იმოქ­მე­დონ და რო­გორ უნდა იბ­რძო­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და ვანო ნა­დი­რა­ძემ.