ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს - კვირის პალიტრა

ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს

პორშეს ბრენდის ახალი ელჩის, ემა რადუკანუს დებიუტი პორშე-არენაზე. Porsche Tennis Grand Prix-ის ტურნირმა სტარტი შტუტგარტში დღეს აიღო. ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, 19 წლის სპორტსმენი გამარჯვების მოპოვებას ახლა თიხის კორტებზე აპირებს. რას ნიშნავს, იყო პრემიუმ ბრენდის, პორშეს ელჩი და რა მოლოდინი აქვს ბრიტანელ ჩოგბურთელს? ამ თემებზე ემა რადუკანუმ ტურნირის დაწყებამდე ისაუბრა:

ეს თქვენი დებიუტია Porsche Tennis Grand Prix-ზე, როგორია წინასწარი განწყობა და მოლოდინი?

„მოხარული ვარ, რომ შევძლებ, პირველად გამოვიდე WTA ტურნირზე და ვითამაშო თიხის კორტზე. მიხარია, რომ ეს სწორედ Tennis Grand Prix-ზე მოხდება. ამ განსაკუთრებულ ტურნირს ბავშვობიდან თვალს ვადევნებ. ეს არის პრესტიჟული და პოპულარული შეჯიბრება, რა დროსაც პორშეს მოგების შანსი გაქვს. ვის არ უნდა პორშეს საოცარი მანქანა?!“

toi2-1650095088.jpg

ტურნირს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: ტოპათეულში შემავალი 9 მოთამაშე. რამდენად არის ეს თქვენთვის მოტივაცია?

„ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, თუმცა მე უკვე შევხვედრივარ მათ და მომიგია კიდეც. რა თქმა უნდა, დიდი მოტივაცია იქნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოვიპოვებ. ჩემთვის სიახლეა თიხის კორტებზე თამაშიც, ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ გამოცდისთვისაც მზად ვარ“.

ავტოსპორტის დიდი მოყვარული ხართ. რა გიტაცებთ სპორტის ამ სახეობაში?

„6 წლის ასაკიდან კარტინგებზე დავდიოდი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ასაკის ბავშვებისგან გამომარჩევდა. შემდეგი გამოწვევა იყო კარტინგიდან მოტორბოლაზე გადასვლა, ეს ძალიან სახალისო აღმოჩნდა. რომელ ბავშვს არ უყვარს ტალახში თამაში?

ამავდროულად მიყვარს სისწრაფის შეგრძნება. სიჩქარის განვითარება და შემდეგ სწრაფად დამუხრუჭება. თუმცა წესებს არასოდეს ვარღვევ“.

არის თუ არა მსგავსება ავტოსპორტსა და ჩოგბურთს შორის?

„ორივე შემთხვევაში საჭიროა მუდმივი განვითარება. კორტებზეც, ისევე როგორც რბოლისას, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო და ინსტინქტურად იმოქმედო, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზები მოძებნო. განსხვავება კი ის არის, რომ ავტოსპორტში ერთი წამიც კი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

რომელ ავტომრბოლელთან გაივლიდით მართვის გაკვეთილს და რომელი მანქანით?

„ვისურვებდი, ეს ავტომობილი 911 ყოფილიყო, რადგან ეს ჩემი საყვარელი მანქანაა. ასევე, სუპერსპორტული 718 Cayman GT4. რაც შეეხება მასწავლებელს, ეს დანიელ რიკარდოა. მისი უნარები და მართვის აუღელვებელი სტილი ძალიან სასიამოვნოა სწავლისა და განვითარების პროცესში“.

toi1-1650095088.jpg

პორშეს თქვენი საყვარელი მოდელია 911. რატომ?

„ჩემი ორი ყოფილი მწვრთნელი მართავდა 911-ს. ყოველ დილით, როდესაც სავარჯიშოდ მივდიოდი, მათ პორშეებს ვხედავდი და აღფრთოვანებული ვიყავი. ძალიან მომწონდა ეს მოდელი და მინდოდა, მყოლოდა. როცა გავიზარდე, სიარული დავიწყე Brands Hatch-ზე და თვალს ვადევნებდი Carrera Cup-ის რბოლებს. 911-ის ყოველი ახალი მოდელი ისეთი უნიკალური, ლამაზი და გამორჩეულია. ეს ავტომობილი არის ლეგენდა. ეს არის საუკეთესო მახასიათებლების და სტილის სიმბოლო“.

19 წლის ასაკში უკვე ბევრს მიაღწიეთ, აისრულეთ მრავალი ოცნება როგორც კორტებზე, ისე მის გარეთ. როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას?

„მიზნები გამუდმებით გვეცვლება, რასაც ახალი გამოწვევები ახლავს. ცხადია, პირველ რიგში, ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული. გამუდმებით ვფიქრობ, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო თამაშის სტილი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს“.

toi3-1650095088.jpg

ცოტა ხნის წინ პორშეს ბრენდის ელჩი გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

„პორშე არის ბრენდი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიგო ჩემი გული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლო ისეთ პარტნიორებთან და ბრენდებთან, რომელთა პრინციპებსა და ღირებულებებსაც ვიზიარებ. ასეთია ჩემთვის პორშე და ახლა მოუთმენლად ველოდები იმ საინტერესო შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც ერთად შეგვიძლია“, - ემა რადუკანუ, ბრიტანელი ჩოგბურთელი, პორშეს ბრენდის ელჩი.

"Porsche Tennis Grand Prix“ 16 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება. პორშე-არენაზე გამართულ რბოლაში პორშეს ბრენდის ელჩი, ემა რადუკანუ პირველად მონაწილეობს. 19 წლის სპორტსმენი ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც გასულ წელს „გრანდ სლემის“ ტურნირი მოიგო.

(R)