28 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით, ხერსონის საქალაქო სასაფლაოზე 800-ზე მეტი ახალი სამარხი გაჩნდა - კვირის პალიტრა

28 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით, ხერსონის საქალაქო სასაფლაოზე 800-ზე მეტი ახალი სამარხი გაჩნდა

28 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით ხერსონის საქალაქო სასაფლაოზე 800-ზე მეტი ახალი სამარხი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ლონდონის უფლებადამცველ ორგანიზაცია „ინფორმაციული მდგრადობის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს სამარხებსა და სასაფლაოებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში, ასევე იმ რეგიონებში, რომლის სიახლოვესაც რუსული ჯარია.

„ინფორმაციული მდგრადობის ცენტრის“ მონაცემებით, ხერსონში ქალაქის განაპირას მდებარე სასაფლაოზე, 824 ახალი სამარხი გაჩნდა, რაც ნაჩვენებია Planet Lab-ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე.