"ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას" - კვირის პალიტრა

"ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას"

ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით.

„ჩავედით კიევში კოლეგა საქართველოს პარლამენტარებთან ერთად გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.