უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძის ცნობით, შეტაკებებისას კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა, ერთი კი მძიმედაა დაჭრილი.

"ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო ,მაგრამ... დიდება გმირებს", - წერს უკრაინაში მებრძლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა და არკადი კასრაძე.