"გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე - უკრაინელების სიმამაცე და მონდომება სამუდამოდ დარჩება ჩვენი მომავალი თაობების მეხსიერებაში" - კვირის პალიტრა

"გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე - უკრაინელების სიმამაცე და მონდომება სამუდამოდ დარჩება ჩვენი მომავალი თაობების მეხსიერებაში"

გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“ და უკრაინელ კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კიევს ესტუმრა, რათა სოლიდარობა გამოხატოს და უკრაინელი ხალხის ტკივილი გაიზიაროს.

„გმირ ქალაქ კიევში ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს ვესტუმრე, რათა ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი. უკრაინელების სიმამაცე და მონდომება სამუდამოდ დარჩება ჩვენი მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.