"ომი ვერ დაგვაშორებს... ჩემმა მეგობარმა აქაც მომაგნო!" - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ემოციური შეხვედრა უკრაინაში (ვიდეო)
უკრაინაში მყოფი ქართველი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი და მისი თანაგუნდელის, ლევან იოსელიანის შეხვედრის მომენტია ასახული.
"ომი ვერ დაგვაშორებს. ჩემმა მეგობარმა ლევან იოსელიანმა აქაც მომაგნო!" - წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი უკრაინაში 13 მარტს გაემგზავრა და იქ მოხალისედ იბრძვის. ის გარკვეული პერიოდი ირპენში იმყოფებოდა.