ხვალ დაგეგმილი გვაქვს საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა - დაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო" - კვირის პალიტრა

ხვალ დაგეგმილი გვაქვს საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა - დაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო"

ხვალ დაგეგმილი გვაქვს საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა, დაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო, -ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ხვალ ამ სოფელში არ ჩავა, რადგან ხალხის შეწუხება არ უღირს.

„ხვალ გვაქვს დაგეგმილი საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა. დაახლოებით, ორ კვირაში ერთხელ დავდივართ ხოლმე, ხალხს ვესაუბრებით, ვუსმენთ, რაც შეგვიძლია ვუგვარებთ. მორიგ ჯერზე, ჩვეულებრივად დავგეგმეთ და დაგვირეკეს, სუს-ი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო. ცხადია, არც სოფელს ვიტყვი და არც ხალხს დავასახელებ. მეტიც, ხვალ არ ჩავალ, რადგან არაფერი მიღირს ამ ხალხის შეწუხებად, თან ამ დროს. ისე ჩამოვალ, ვერც გაიგებთ, მაგრამ, აი, თქვენი სახე ესაა, ყველაფერს აკეთებთ დაპირისპირებისთვის, პარტიული მიზნებისთვის, მაინც არ გამოგივათ”, - წერს ხოშტარია."