სკანდალური "სთორის" გაგრძელება: მაქსიმ ვიტორგანი ყოფილი ცოლის სამშობლოში დააფიქსირეს - რას წერს რუსული მედია ნინი ნინიძის ყოფილ საქმროზე?
თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, სად გაუჩინარდა ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი, მაშინ გეტყვით, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა და ის, ისევე როგორც მისი ყოფილი ცოლი ქსენია სობჩაკი, ისტორიულ სამშობლოში ისრაელში წავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რადგან ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდნენ, რომ პოპულარულმა ვიტორგანმა რუსეთი დატოვა.
ქართული მედიის ყურადღება მამაკაცის გაუჩინარებამ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მიიქცია, ის ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარი და რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობის, ნინო ნინიძის საქმრო გახლდათ.
მაქს ვიტორგანი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი "ინსტარგამზე" მხოლოდ ერთი სიტყვით შეაფასა. "სირცხვილი" - დაწერა და ქვეყანა დატოვა.
ის თვეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული, ბოლოს კი ორი დღის წინ ისრაელში გადაიღეს, როდესაც შვილებთან პოლინასთან და დანიელთან ერთად თელავივის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში იჯდა. რუსული მედია წერს, რომ კაფეს "მოხუცი და ზღვა" ანტისემიტი მფლობელი ჰყავს, რომელიც არაბ ტერორისტებს აფინანსებს. მედიაში იმედოვნებენ, რომ მაქსიმმა ეს ფაქტი უბრალოდ არ იცოდა.
როდის ჩავიდა ვიტორგანი ისრაელში უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასთან არ არის მისი შეყვარებული ნინო ნინიძე. რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა მათი დაშორების მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება გახლდათ.
ვიტორგანს სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის უმცროსი ქსენია სობჩაკისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე შვილთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა. მაქსიმი ცნობილი მსახიობების ემანუელ ვიტორგანისა და ალა ბალტერის შვილია.
ნინო ნინიძის მდგომარეობა ბოლო დროს სულ უფრო აწუხებს მის თაყვანისმცემლებს. რისი ბრალიც შესაძლოა ბოლო დროს მაქსიმ ვიტორგანთან ურთიერთობაში ცვლილებებია, რომელთანაც ომის დაწყებამდე ვარსკვლავი ნამდვილად ბედნიერი იყო. (გაგრძელება)