რუსების ულტიმატუმი უკრაინელ ჯარისკაცებს, რომელიც დღეს, 13:00 საათზე იწურება - რა ხდება ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში ? - კვირის პალიტრა

რუსების ულტიმატუმი უკრაინელ ჯარისკაცებს, რომელიც დღეს, 13:00 საათზე იწურება - რა ხდება ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში ?

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში იბ­რძვი­ან, ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებს და კვი­რას, მოს­კო­ვის დრო­ით დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან 13:00 სა­ა­თამ­დე, ია­რა­ღის დაყ­რი­სა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ, ვინც ჩა­ბარ­დე­ბი­ან, სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ.

ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი. მისი თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა მა­რი­უ­პოლ­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რია და რომ რუ­სე­თი შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს გა­ა­ნად­გუ­როს ყვე­ლა, ვინც მა­რი­უ­პოლ­შია."ამა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მხო­ლოდ ორი გზა არ­სე­ბობს: ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა სა­ჭი­რო ია­რა­ღი, თვითმფრი­ნა­ვე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­ა­წო­დონ, ან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით, რო­მელ­შიც პარტნი­ო­რე­ბის როლი ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი უნდა იყოს,” - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, არ არ­სე­ბობს მა­რი­უ­პოლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეფექ­ტუ­რი გზა.

"მა­რი­უ­პო­ლის ბლო­კა­დის შემ­დეგ არც ერთი დღე არ ყო­ფი­ლა, რომ გა­მო­სა­ვალ­ზე არ გვე­ფიქ­რა. სამ­ხედ­რო თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი - ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ ამ გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არ­სე­ბობს ასი პრო­ცენ­ტით სწო­რი გზა. ეს ეხე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო ვა­რი­ან­ტებს, ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს,“- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, ქა­ლა­ქი მა­რი­უ­პო­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ალ­ყა­შია. მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, რაც რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და­ი­წყეს. რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ტკი­ცებს, რომ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია „გაწ­მენ­დი­ლია უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის­გან“ და უკ­რა­ი­ნელ და უცხო­ელ მებ­რძოლ­თა მხო­ლოდ მცი­რე ჯგუ­ფია დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც „აზოვსტა­ლის“ ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა­ში, ალ­ყა­ში იმ­ყო­ფე­ბა.