რუსეთის დუმის სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის ორ პირობას უყენებს - კვირის პალიტრა

რუსეთის დუმის სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის ორ პირობას უყენებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ორი პირობა წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია РИА Новости "ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ უკრაინის პირველი პირი "ფიქრობს უკრაინის მოქალაქეებზე, მაშინ ორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"პირველი, პრეზიდენტმა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.

მეორე, დააფიქსიროს შეთანხმების საფუძველზე ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის მიღების შესახებ ვალდებულება, ასევე ვალდებულება დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დუმის სპიკერმა.

"ინტერპრესნიუსი"