"მასთან საუბარი დროის ფუჭად კარგვაა..." - რას ჰყვება იტალიის პრემიერი პუტინთან სატელეფონო საუბარზე? - კვირის პალიტრა

"მასთან საუბარი დროის ფუჭად კარგვაა..." - რას ჰყვება იტალიის პრემიერი პუტინთან სატელეფონო საუბარზე?

ვლა­დი­მერ პუ­ტინს ომი გაგ­რძე­ლე­ბა სურს და არ უნდა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი კი დრო­ის ფუ­ჭად კარ­გვაა. ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა მა­რიო დრა­გიმ პორ­ტალ Corriere Della Sera-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრე­მი­ე­რის­გან და­ინ­ტე­რეს­დნენ, პუ­ტინ­თან მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს, იყო თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ პუ­ტი­ნი, პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და:

"სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ვუ­თხა­რი, რომ მშვი­დო­ბა­ზე სა­უბ­რის­თვის ვუ­რე­კავ­დი. ვკი­თხე: "რო­დის ხვდე­ბით ზე­ლენ­სკის? მხო­ლოდ თქვენ ორს შე­გიძ­ლი­ათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პოვ­ნა“. მან მი­პა­სუ­ხა: "დრო ჯერ კი­დევ არ დამ­დგა­რა“. მე და­ჟი­ნე­ბით ვთხოვ­დი: "მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ“ და კვლავ მი­პა­სუ­ხა: "დრო ჯერ კი­დევ არ დამ­დგა­რა“, - გა­ნა­ცხა­და დრა­გიმ.

მისი თქმით, ამის შემ­დეგ, პუ­ტი­ნი ელა­პა­რა­კა რუ­სულ გაზ­ზე რუ­სუ­ლი რუბ­ლით გა­დახ­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ დრო­ის­თვის ჯერ არ იყო მი­ღე­ბუ­ლი.

"ვფიქ­რობ, რომ მარ­თლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვინც ამ­ბობს, რომ მას­თან უსარ­გებ­ლოა ლა­პა­რა­კი. ეს უბ­რა­ლოდ დრო­ის ფუჭი კარ­გვაა. ყო­ველ­თვის ვი­ცავ­დი მაკ­რონს და გან­ვაგ­რძობ იმის მტკი­ცე­ბას, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ის მარ­თა­ლია, რო­დე­საც ცდი­ლობს გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა დი­ა­ლო­გის­თვის. თუმ­ცა, მე შე­მექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ომის სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც გა­უ­კე­თეს ბავ­შვებ­სა და ქა­ლებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სი­ტყვებ­ზე და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­ზე“ , - გა­ნა­ცხა­და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა.