ვინ არის ბი­ბი­ლო­ვის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი ალან გაგ­ლო­ე­ვი? - კვირის პალიტრა

ვინ არის ბი­ბი­ლო­ვის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი ალან გაგ­ლო­ე­ვი?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, 28 აპ­რილს, ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ველ­ზე მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი და ალან გაგ­ლო­ე­ვი არი­ან. და­ნარ­ჩე­ნებ­მა, "არ­ჩევ­ნე­ბის" პირ­ველ ტურ­ში ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბის ძა­ლი­ან მიც­რე პრო­ცენ­ტი მი­ი­ღეს.

ალან გაგ­ლო­ევ­მა ხმე­ბის 36,9 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო, ბი­ბი­ლოვ­მა კი - 33,5. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ბი­ლო­ვის მარ­ცხი გაგ­ლო­ევ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ბი­ლოვ­მა და მის­მა გუნ­დმა "უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით."

"ყვე­ლა­ზე ცუდი და უპა­ტი­ე­ბე­ლი, რაც ბიბ­ლოვ­მა გა­ა­კე­თა, არის ოსუ­რი არ­მი­ის რუ­სულ­თან მი­ერ­თე­ბა. ამით მათი ფი­ნან­სუ­რი და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა. ოსი ბი­ჭე­ბი რუ­სულ არ­მი­ა­ში კონ­ტრაქ­ტო­რე­ბად მი­დი­ოდ­ნენ და ხელ­ფასს იღებ­დნენ, ბი­ბი­ლო­ვი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ისი­ნი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას მი­ი­ღებ­დნენ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში, მი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, თუმ­ცა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში, არა­ერ­თი ოსი გა­უშ­ვეს. სამი სამ­ხედ­რო უკვე გარ­და­იც­ვა­ლა და ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გი­უ­ლი კო­კო­ე­ვა.ბი­ბი­ლო­ვის მი­მართ რომ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ეს ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში უკვე და­ამ­ტკი­ცეს ახალ­გო­რე­ლებ­მა, სა­დაც ბი­ბი­ლოვ­მა გაგ­ლო­ევ­თან შე­და­რე­ბით, ხმე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი აიღო.

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი

"ბი­ბი­ლოვს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა. ამ­დე­ნი წე­ლია ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბლო­კა­და­ში ვყა­ვართ. გა­ხუთ­მა­გე­ბუ­ლი ფა­სე­ბით გვი­წევს ყვე­ლაფ­რის შე­ძე­ნა. წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს აღე­ბის მო­თხოვ­ნა აქვს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი, ჯერ ჩვენ­გან მო­ი­თხო­ვა, მი­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლიფ­ლე­ბას წე­რი­ლით და ყვე­ლა­ფერს მო­გიგ­ვა­რებ­თო. არ გა­ვა­კე­თეთ, პა­სუ­ხად, რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მო­ვი­და, იმ­დენ­ჯერ პირ­და­პირ გვი­თხრა - ქარ­თულ მხა­რეს­თან გზის გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფე­ბა­ზე, რო­მე­ლიც წნე­ლი­სის სა­გუ­შა­გოს არ იღებ­სო. მე და ჩემ­მა ოჯახ­მა სამი ურ­თუ­ლე­სი ზამ­თა­რი გა­დი­ვი­ტა­ნეთ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, ჩვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა, მე­ზობ­ლებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა, სახ­ლე­ბი და­კე­ტეს და წა­ვიდ­ნენ.

მო­ხუ­ცე­ბი უპატ­რო­ნო­ბით, უწამ­ლო­ბი­თა და უე­ქი­მო­ბით იხო­ცე­ბოდ­ნენ. სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ ცხინ­ვალ­ში მიჰ­ყავ­დათ, შემ­დეგ დიდი წვა­ლე­ბით თბი­ლის­ში, ზოგს გზა­ში უს­წრებ­და სიკ­ვდი­ლი, ზოგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ იღუ­პე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბი­ბი­ლო­ვის კი­სერ­ზეა. რა­ი­ო­ნი და­ი­ცა­ლა. რა­ტომ უნდა მივ­ცეთ ხმა, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის?!

ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით ალან გაგ­ლო­ევ­ზე, ით­ქვა, რომ "კა­გე­ბეს" კლა­სია, იქ მსა­ხუ­რე­ბის დიდი სტა­ჟი აქვს, მაგ­რამ აქ, ამ პოსტზე სხვა­ნა­ი­რად ვერ მოხ­ვდე­ბი, ყვე­ლა რუ­სე­თის კად­რია, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო ბი­ბი­ლო­ვი, მა­საც ახლო ური­თერ­თო­ბა ჰქონ­და უშიშ­რო­ე­ბას­თან. ჩვენ და და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც ისე ვართ გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბი­ბი­ლოვ­ზე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მარ­ცხდეს. ჩვენ­თვის არც ერთ ხელ­მძღვა­ნელს ამ­დე­ნი პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნია", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რა­ი­ონ­ში ღო­რის ჭირი და­ფიქ­სირ­და. ად­გი­ლობ­რი­ვებს უამ­რა­ვი ღორი და­ეხ­ცო­დათ. და­ხო­ცი­ლი ღო­რე­ბი, ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან პირს იმ ად­გი­ლას გა­და­უყ­რია, სა­ი­და­ნაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა. "გა­რე­მოს დაც­ვის უწყე­ბის­თვის" მი­მარ­თვის შემ­დეგ, ჩამ­დე­ნი პირი გა­აფრ­თხი­ლეს, თუმ­ცა, სხვა მხრივ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­და თუ არა, ცნო­ბი­ლი არ არის...

"აქ ყვე­ლა გავ­ლე­ნე­ბით ცდი­ლობს ისარ­გებ­ლოს. ადა­მი­ა­ნე­ბი ახ­ლობ­ლებს ისეთ სამ­სა­ხუ­რებ­ში აფორ­მე­ბენ, სა­დაც მათ არას­დროს უვ­ლი­ან, ხელ­ფა­სებს კი იღე­ბენ", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყაშ­ვი­ლი.

ვინ არის ბი­ბი­ლო­ვის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი ალან გაგ­ლო­ე­ვი?

ალან გაგ­ლო­ე­ვი ქა­ლაქ ცხინ­ვალ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, 1997 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა "ცხინ­ვა­ლის ელი­ტა­რუ­ლი სკო­ლა" და თი­ბი­ლო­ვის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. იმავდრო­უ­ლად, მე­ო­რე ფა­კულ­ტეტ­ზე, "სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის" იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზეც და­ი­წყო სწავ­ლა, რის შემ­დე­გაც ვლა­დი­კავ­კაზ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა. იხილეთ სრულად