ბერა ივანიშვილმა ცოლ-შვილთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა
ბერა ივანიშვილი ცოლ-შვილთან ერთად ბრაზილიაში ისვენებს.
ბერამ და ნანუკამ მცირეწლოვან ბერუკასთან ერთად შარშან აპრილში დატოვეს საქართველო.
მომღერალი ოჯახთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუსიკალური კარიერის გაკეთებას აპირებდა, თუმცა ამ ეტაპზე ბერა ქართულ აუდიტორიას "ტიკ-ტოკზე" გადაღებული ვიდეოებით ან იშვიათად "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოებით ახსენებს თავს. ამჯერად ბერამ სახალისო ვიდეო გაასაჯაროვა "ინსტაგრამზე", სადაც ბერუკა მშობლებთან ერთად ერთობა.