"მაკრონს ვუთხარი, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა გენოციდი - ჩამოვიდეს, ნახოს და ყველაფერს გაიგებს" - ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია - კვირის პალიტრა

"მაკრონს ვუთხარი, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა გენოციდი - ჩამოვიდეს, ნახოს და ყველაფერს გაიგებს" - ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია, - ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მაკრონი იმისთვის მიიწვია, რათა მას გაეგო, რომ "აქ გენოციდია და არა მხოლოდ ომი".

"ვფიქრობ, მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რათა რუსეთი დიალოგის პროცესში ჩაერთოს. მას ვუთხარი: ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია თუ არა გენოციდი. შეძლებისამებრ ჩამოვიდეს, ნახოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"