"არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას - არა" - რას ჰყვებიან პარლამენტარები უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ - კვირის პალიტრა

"არც კი იცოდნენ, რა სანქციებს ვართ შეერთებული და რას - არა" - რას ჰყვებიან პარლამენტარები უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, "ლე­ლოს“ წევ­რის, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი­სას ხაზი გა­ეს­ვა იმას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო "შავი ხვრე­ლი“ არ გახ­დე­ბა.

რო­გორც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა სთხო­ვა.

"ხაზი გა­ეს­ვა იმას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო "შავი ხვრე­ლი“ არ გახ­დე­ბა. ბა­ტონ­მა სტე­ფან­ჩუკ­მა ორი რამ გვთხო­ვა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მან გვთხო­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ იმ­სჯე­ლოს ორ­მხრივ სან­ქცი­ებ­ზე, სა­დაც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ი­ნა­ხავს და მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მან გთხო­ვა, სა­ქარ­თვე­ლომ გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ უკვე გა­დად­გა, ეს რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლას ეხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რის ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტი­სას სა­უბ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა სან­ქცი­ე­ბი იყო. რო­გორც მან უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

"სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რის დრო­საც იყო სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა იყო. ამ მო­წო­დე­ბი­სა და შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, იმედს ვი­ტო­ვებ, დის­კუ­სია მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ას­თან, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ჩვენ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ჩვენს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა-უკ­რა­ი­ნას, რო­მე­ლიც ომ­შია.

დახ­ვედ­რით, ვი­ზი­ტით, სა­უბ­რით, კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბით ჩან­და სწო­რედ ის, რომ ამ ვი­ზი­ტით ჩვენ შევ­ძლებ­დით და სე­რი­ო­ზულ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ­დით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის­კენ, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რბი­ლად რომ ვთქვათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბის გამო, ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო“,-გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

"გირ­ჩის“ წევ­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტა­ტებს აქვთ გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მათ მხარ­და­სა­ჭე­რად მეტი აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.რო­გორც მან უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა, მათ და­ზუს­ტე­ბით არც კი იცი­ან, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ რო­მელ სან­ქცი­ებს არის სა­ქარ­თვე­ლო მი­ერ­თე­ბუ­ლი და რო­მელს არა.

ამას­თან, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია რე­ა­ლუ­რად, ბევ­რად უფრო მძი­მე სა­ნა­ხა­ვია.

"მე დე­პუ­ტა­ტებს ვე­ლა­პა­რა­კე და მათი გან­ცდა არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მეტი აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ზუს­ტად არც კი იცოდ­ნენ, რა სან­ქცი­ებს ვართ შე­ერ­თე­ბუ­ლი და რას არა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ემო­ცი­უ­რად აქვთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­რი­სად არ არის უკ­რა­ი­ნის გვერ­დით. რა­საც ჩვენ ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ კად­რებს, ფი­ზი­კუ­რად ვნა­ხეთ და რა თქმა უნდა, ბევ­რად უფრო მძი­მე და ემო­ცი­უ­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი შენი ნა­ნა­ხის რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებს გიყ­ვე­ბი­ან, რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი“,- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.