უკრაინამ შეავსო კითხვარი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - კვირის პალიტრა

უკრაინამ შეავსო კითხვარი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

უკრაინამ შეავსო კითხვარი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.

"ერთი კვირა მიილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი, რომელიც ქალბატონმა ურსულამ (ფონ დერ ლაიენმა) მოგვიტანა, უკრაინულმა მხარემ შეავსო“, - განაცხადა ჟოვქვამ.

Unian-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროკავშირი მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციას, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.

"ველოდებით, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას, აღნიშნული რეკომენდაცია დადებითი იქნება, რის შემდეგაც „ბურთი“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს იქნება“, – განაცხადა ჟოვკვამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის შემდეგ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი.

"ინტერპრესნიუსი"