"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ მარიუპოლს" - დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ მარიუპოლს" - დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი

ოკუპანტები გამუდმებით ცდილობენ მარიუპოლის შტურმით აღებას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ - ეს იქნება არა მათი განადგურება, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვება. მარიუპოლს გაათავისუფლებენ. ჩვენი ბიჭები, რომლებიც იქ არიან, ნამდვილი გმირები არიან“, - განაცხადა მან.

ამასთან, კირილ ბუდანოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლის გარშემო მყოფი ოკუპანტების ჯგუფი დასუსტებულია.

"დაჯგუფება როგორიც იყო, ისეთი რჩება და მუდმივად ცდილობენ ამ ქალაქის შტურმით აღებას,“- აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

ინტერპრესნიუსი