სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია 21 წლის სამხედრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ საჯიჯაოს რწმუნებულმა განუცხადა, ჯარისკაცი სწორედ აღნიშნული სოფლიდან იყო.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თავდაცვის სამინისტროს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

IPN