თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო - კვირის პალიტრა

თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ერა­ყის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის (PKK) ბო­ე­ვი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჰუ­ლუ­სი აკა­რის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქულ­მა თვითმფრი­ნა­ვებ­მა წარ­მა­ტე­ბით შე­უ­ტი­ეს ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის თავ­შე­საფ­რებს, ბუნ­კე­რებს, გვი­რა­ბებ­სა და სა­წყო­ბებს.

"ოპე­რა­ცია, და­გეგ­მი­ლი­სა­მებრ, წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ ეტაპ­ზე იყო და­სა­ხუ­ლი, მიღ­წე­უ­ლია. გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, ჩვე­ნი ერი ტე­რო­რის­ტუ­ლი უბე­დუ­რე­ბის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, რო­მე­ლიც 40 წე­ლია ტან­ჯავს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩვე­ნი ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე ბოლო ტე­რო­რის­ტი გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.