რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - კვირის პალიტრა

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ კოზიცკიმ და ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადეს.

ადგილობრივი დროით 7:44 რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, აქედან ერთ საათში კოზიცკიმ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო განგაში გრძელდება და მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

„არაფერი არ გადაიღოთ ვიდეოზე, არ გადაიღოთ ფოტო და არ გაავრცელოთ ვარაუდები გადაუმოწმებელი „ტელეგრამარხებიდან" და ჯგუფებიდან“,- განაცხადა კოზიცკიმ.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის წინასწარი მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ლვოვის მერი კი კიდევ უფრო მეტ სარაკეტო იერიშზე საუბრობს.

„შესაბამისი ჯგუფები უკვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, უფრო დეტალურ ინფორმაციას ვარკვევთ“,- განაცხადა ქალაქის მერმა.

ინტერპრესნიუსი