პაშა ბანკი და რე|ბანკი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო ღონისძიების სპონსორია - კვირის პალიტრა

პაშა ბანკი და რე|ბანკი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო ღონისძიების სპონსორია

პაშა ბანკმა და რე|ბანკმა რამდენიმე ღონისძიება დააფინანსა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მათ შორის: 15 აპრილს, ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიება და 9 აპრილს, თბილისის ოპერის თეატრში გამართული აქცია-კონცერტი. ასევე, გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. ბანკის მიერ სულ გაღებულ იქნა 20,000 ლარი. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინელი ხალხის დახმარებაში, ამ ღონისძიებების, დამატებითი დაფინანსების სახით და სხვა ფორმებით.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

რე|ბანკი პაშა ბანკის ქვებრენდია, რომელიც 2019 წლიდან ფიზიკურ პირებს უწევს საბანკო მომსახურებას. მისი უნიკალური პროდუქტია ტოპ|ქარდი.