ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს, მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ - კვირის პალიტრა

ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს, მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ახლა უკრაინაში პატიმრობაში იმყოფება, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ. მედვედჩუკის მიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„მსურს მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მცველებსა [უკრაინელ ჯარისკაცებში] და ქალაქში მყოფ მოქალაქეებში, რომელთაც არ აქვთ ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა“, - განაცხადა მედვედჩუკმა.

ცნობისთვის, უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

16 აპრილს პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა.

IPN