"მარიუპოლის დაცვა გრძელდება - მტრის დიდი ძალების მიუხედავად, "აზოვის“ მებრძოლები კონტრშეტევაზე გადადიან" - "აზოვი“ - კვირის პალიტრა

"მარიუპოლის დაცვა გრძელდება - მტრის დიდი ძალების მიუხედავად, "აზოვის“ მებრძოლები კონტრშეტევაზე გადადიან" - "აზოვი“

მარიუპოლის დაცვა გრძელდება, - ამის შესახებ მარიუპოლში გამაგრებულმა უკრაინულმა ბატალიონმა „აზოვმა“ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე განაცხადა.

ამასთან, „აზოვმა“ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული კონტრშეტევა.

„მარიუპოლის დაცვა გრძელდება. მტრის დიდი ძალების მიუხედავად, „აზოვის“ მებრძოლები კონტრშეტევას ახორციელებენ“, - ნათქვამია „აზოვის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ ჟურნალ SPIEGEL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების განცხადებები მარიუპოლის მოახლოებული დაცემის შესახებ არ დასტურდება. ბუდანოვის თქმით, თავდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ უკრაინის ჯარი ქალაქის ბლოკადის გარღვევას შეძლებს.

ინტერპრესნიუსი