"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს" - კვირის პალიტრა

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს"

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - აღნიშნა მოტუზიანიკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქალაქი იზიუმის მახლობლად, სლობოჟანსკის მიმართულებით არის ის ადგილები, სადაც რუსული ქვედანაყოფები ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებული.

"აქედან ისინი შეეცდებიან შეტევა განავითარონ აღმოსავლეთით", - განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"