რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად ჯარის გადაჯგუფება დაასრულეს- რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო? - კვირის პალიტრა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად ჯარის გადაჯგუფება დაასრულეს- რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განსახორციელებლად ჯარის გადაჯგუფება დაასრულეს.

"დამატებითი რუსული შენაერთების გადაყვანის გამო შემტევი ჯგუფის გაძლიერება მიმდინარეობს. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები სლობოჟანსკის და დონეცკის რეგიონებში მიდის. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადება, რათა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყაროს“, - აღნიშნა მოტუზიანიკმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე დასძინა, რომ ქალაქ იზიუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსული შენაერთები ყველაზე მრავლად არიან წარმოდგენილი.

”ამ ადგილიდან ისინი შეეცდებიან შეტევა აღმოსავლეთით განავითარონ”, - განაგრძო მან.