ვინ არის კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, რომელმაც აშშ-ის უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა? - კვირის პალიტრა

ვინ არის კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, რომელმაც აშშ-ის უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა?

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ირაკლი მატარაძემ აშშ-ს უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

კომაროვის სკოლის ინფორმაციით, ირაკლი ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) ჩაირიცხა სრული 200 000$-იანი დაფინანსებით და სწავლას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გააგრძელებს. ის მიიღეს 100%-იანი დაფინანსებით ჩრდილო კაროლინას წამყვან უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში(University of North Carolina at Chapel Hill). ირაკლიმ SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა 800/800 მიიღო.

კომაროვის სკოლის მოსწავლე არის პროექტ “სახალისო მათემატიკის” მასწავლებელი. მოხალისეობრივად ასწავლის მათემატიკას ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს. ირაკლიმ IELTS გამოცდაში 8.0/9.0 ქულა დააფიქსირა.

თავისუფალ დროს ირაკლი საბუნებისმეტყველო საგნებს უთმობს, კერძოდ, მოსწონს ბიოლოგიური ინჟინერიისა და გენური მოდიფიკაციების შესწავლა. დაინტერესებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შეცნობით. განსაკუთრებით ენების შესწავლით: რუსული, სომხური, ინგლისური, იაპონური და გერმანული.