"რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია" - რას აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი? - კვირის პალიტრა

"რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია" - რას აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლისა და უკრაინული დელეგაციის წევრის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პოდოლიაკმა ვერ დააკონკრეტა, როდის შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებების შემდგომი პირისპირი რაუნდი.

"ცხადია, რომ მარიუპოლის ტრაგედიის ფონზე მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გართულდა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა აღნიშნა, რუსეთმა სერიოზული ფსონი დადო ომის მეორე ეტაპზე, რომლის საშუალებითაც ცდილობენ გაიმყარონ პოზიციები მოლაპარაკებების პროცესში.

"ინტერპრესნიუსი"