კანადა პუტინის შვილებს სანქციებს უწესებს - კვირის პალიტრა

კანადა პუტინის შვილებს სანქციებს უწესებს

კანადა, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და აშშ-ის, პუტინის ორ ქალიშვილზე სანქციების დაწესებაში შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პუტინის ქალიშვილები, კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, რომლებიც სავარაუდოდ, მამის სიმდიდრეს მალავდნენ, რუსეთის რეჟიმის იმ 14 პირს შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც კანადური სანქციების სამიზნე გახდნენ.

"ინტერპრესნიუსი"კანადა პუტინის შვილებს სანქციებს უწესებს.

"ინტერპრესნიუსი"