"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს" - კვირის პალიტრა

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღადგინეს"

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და რუსი დამპყრობლები დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკადან განდევნეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

"დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია. თავდაცვის ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი ამ დასახლებაზე. სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ნაწილობრივ ბლოკავს ქალაქ ხარკოვს. მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ წინსვლას და თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ქალაქ იზიუმის სამხრეთით. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას, განიცადეს ზარალი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ ადრე დაკავებულ პოზიციებზე.“-აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენშტაბი ასევე იუწყება, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსი სამხედროები აგრძელებენ დაზიანებული ჯავშანტექნიკის გატანას სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამავდროულად, დამპყრობლები აგრძელებენ ბელარუსის აეროდრომების გამოყენებას უკრაინის ქალაქებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისთვის.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად რუსები პერსონალის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

"ინტერპრესნიუსი"