"აზოვსტალი" თითქმის განადგურებულია... ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია" - რას აცახდებს "აზოვის" მეთაურის მოადგილე? - კვირის პალიტრა

"აზოვსტალი" თითქმის განადგურებულია... ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია" - რას აცახდებს "აზოვის" მეთაურის მოადგილე?

მა­რი­უ­პო­ლის ქარ­ხა­ნა "აზოვსტა­ლი" და­ბომ­ბეს და თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და, -ამის შე­სა­ხებ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ აზო­ვის ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მარ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ქარ­ხა­ნა­ზე "მძი­მე ბომ­ბებს" ყრი­ან, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ კი ბევ­რი ადა­მი­ა­ნია.

"ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა ვაზ­ნას, რაც დაგ­ვრჩა, მაგ­რამ მო­ვუ­წო­დებთ სამ­შობ­ლოს გა­და­არ­ჩი­ნოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, დაჭ­რი­ლე­ბი და წა­ი­ღოს ცხედ­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პა­ლა­მარ­მა.

მა­რი­უ­პო­ლის ქა­ლა­ქის საბ­ჭომ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი „აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნას ჰა­ე­რი­დან ბომ­ბა­ვენ.

"ინტერპრესნიუსი"