"მაქსიმი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც მამაკაცი ცოცხალი ნახა"- გალკინს რუსეთში მკვლელობას აბრალებენ: რას პასუხობს შოუმენი მორიგ "შავ პიარს"?
დღეს ერთ-ერთ რუსულენოვან პორტალზე "StarHit"-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში გადასახლებული ცნობილი შოუმენი მაქსიმ გალკინი ადგილობრივმა პოლიციამ მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკითხა და ბრალდებულად აღიარა.
საქმე იმაშია, რომ გალკინი თავის მეგობართან ერთად სანაპიროზე იყო, რა დროსაც იქ მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი ზღვაში შევიდა და ცურვისას დაიხრჩო.
"მაქსიმი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც მამაკაცი ცოცხალი ნახა. ამიტომ, ის პოლიციაში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად", - წერს გამოცემა.
გავრცელებულ ინფორმაციას გალკინმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში უპასუხა, სადაც რუსული მედია გალანძღა და მოუწოდა, რომ შეაჩერონ ტყუილების ტირაჟირება.
მაქსიმ გალკინი:
- რუსეთში შეკვეთილი ტყუილების დონემ, რომელსაც ჩემზე მედიაში წერენ, აპოთეოზს მიაღწია. დღეს პატივცემულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე ვარ ეჭვმიტანილი ვიღაცის მკვლელობაში და რომ პოლიციამ დამაკავა. მესმის, რომ დავალებული გაქვთ ჩემი დაკნინება, ლაფში ამოსვრა, იმის ჩვენება თუ რა ცუდად ვცხოვრობ აქ, ვწუწუნებ სტილისტზე, ალას ინფარქტი აქვს... კარგით, მესმის, რომ ხელისუფლება არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ დაწეროთ სიმართლე, ამიტომ ხომ არ შეიძლება ყვითელი და უხამსი ამბები წეროთ და მოიგონოთ?!
თქვენ ხომ ასე განიცდიდით, რომ მე ვიკავებდი ვიღაცის ადგილს? რატომ წერთ ამდენ ხანს ჩემზე? მათზე დაწერეთ, პატრიოტებზე. თავი დამანებეთ. ბრმა ცხენივით დადიხართ წრეზე და ერთი და იგივე განავალი დაგაქვთ… გონს მოეგეთ. კომკავშირელები...