აპირებს თუ არა ჯო ბაიდენი, უკრაინისთვის მეტი არტილერიის მიწოდებას?
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პორტსმუთში, ნიუ-ჰემფშირში ჩასვლისას, ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი, უკრაინისთვის მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან უპასუხა, „დიახ".
როგორც CNN-ი იუწყება, უკრაინაში დახმარების უახლესი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების გადაზიდვები დაიწყო, მათ შორისაა მძიმე ტექნიკა.
შეგახსენებთ, მომდევნო საარტილერიო დახმარების შესახებ განცხადება დღეს, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გააკეთა.
"ინტერპრესნიუსი"