"მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაგვიყვანონ - შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს" - რა მიმართვას ავრცელებს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური - კვირის პალიტრა

"მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაგვიყვანონ - შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს" - რა მიმართვას ავრცელებს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური

მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მეშვეობით „აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა.

„შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა სერგეი ვოლინამ.

ამასთან, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გარდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმყოფება.

IPN