ნორვეგია უკრაინას "მისტრალის" 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს - კვირის პალიტრა

ნორვეგია უკრაინას "მისტრალის" 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს

ნორვეგია უკრაინას „მისტრალის“ ტიპის 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„მისტრალის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც საზღვაო თავდაცვაში გამოიყენება და რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“, - ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, რაკეტების ნაწილი ნორვეგიიდან უკვე გაიგზავნა.

IPN