"უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე" - რას აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი - კვირის პალიტრა

"უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე" - რას აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„მარიუპოლში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ძალისხმევას სწორედ აქ გავამახვილებთ“, - წერს ვერეშჩუკი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში რამდენიმე კვირაა ათასობით ადამიანია ჩარჩენილი.

ინტერპრესნიუსი