"ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იხილონ" - კვირის პალიტრა

"ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იხილონ"

ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ასევე ვიხილოთ მთავრობისა და ოპოზიციის ერთად მუშაობა, ის, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას.

„ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც. პარლამენტში მოვისმინე, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრებას მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, რისთვისაც მოხარული ვარ, ეს არის ჩაწერილი კონსტიტუციაშიც. ყველა გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს ასევე სურთ, იხილონ საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ასევე ვიხილოთ მთავრობისა და ოპოზიციის ერთად მუშაობა, ის, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება.

აქ ძალიან პოლარიზებული გარემოა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან,“- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.