"რუსეთმა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ ნდობა დაკარგა" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ ნდობა დაკარგა"

რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„აქ უკვე აღარ არის საუბარი, „ენდე, მაგრამ გადაამოწმეზე“. აქ უფრო საუბარია გადამოწმებაზე, რადგან ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის. იმ ადამიანის ოფისმა, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გააჟღერა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან – ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ. იყვნენ თუ არა ამისთვის მზად მოსკოვში? რა თქმა უნდა“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევს ასეთივე მიდგომა ჰქონდა მოლაპარაკებების მიმართ ბოლო წლების განმავლობაშიც.

„კლასიკური სქემა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი, არამედ მართულია“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.