"დათიკო ახლა შეჰყავთ საოპერაციოდ, ვილოცოთ, რომ ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს...“ - კვირის პალიტრა

"დათიკო ახლა შეჰყავთ საოპერაციოდ, ვილოცოთ, რომ ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს...“

ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა კუპატაძე სოციალურ ქსელში შარტავას ქუჩაზე დაშვებული მოზარდის, დათა ქოქრაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის ოპერაციაზე შეიყვანეს.

„დათიკო შეჰყავთ ახლა საოპერაციოდ, ვილოცოთ, რომ ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს“, აღნიშნავს სტატუსის ავტორი.

ის ასევე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, სადაც ამბობს, რომ დათას მკურნალობა ისრაელში ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, ყველას დახმარებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ არის ინიციატივა საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ისრაელში გადაიყვანეს.